ტროტუარზე დგომის საქმეზე 69 წლის მარინე ჟვანიას პროცესი 12 იანვრისთვის გადაიდო

25.12.25 15:09
ტროტუარზე დგომის საქმეზე 69 წლის მარინე ჟვანიას პროცესი 12 იანვრისთვის გადაიდო

ტროტუარზე დგომის საქმეზე 69 წლის მარინე ჟვანიას პროცესი 12 იანვრისთვის გადაიდო. შინაგან საქმეთა სამინისტრო მას პარლამენტის მიმდებარედ ხალხის გადაადგილებისთვის დაბრკოლების შექმნას ედავება.

მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ შსს-ს ამ შემთხვევაშიც ზედხედიდან გადაღებული კადრების წარდგენა დაავალა.

„ნამდვილად ვიდექი და ვაპროტესტებდი, მაგრამ ხალხიც თავისუფლად მოძრაობდა. არავისთვის დაბრკოლება არ შემიქმნია", - განაცხადა მან პროცესზე.

მუხლი, რომლის მიხედვითაც, ჟვანიას მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგა, სანქციის სახით 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს, ორგანიზატორის შემთხვევაში − 20 დღემდე ვადით.