ტროტუარზე დგომის საქმე - ელენე ჯღარკავას პროცესი 12 იანვრისთვის გადაიდო

25.12.25 16:12
ტროტუარზე დგომის საქმე - ელენე ჯღარკავას პროცესი 12 იანვრისთვის გადაიდო

ტროტუარზე დგომის საქმე - სხვა მოქალაქეების პროცესების მსგავსად, ელენე ჯღარკავას პროცესიც 12 იანვრისთვის გადაიდო.

საქმეს მოსამართლე მანუჩარ ცაცუა განიხილავს.

ელენე ჯღარკავას შსს 17 დეკემბერს პარლამენტის მიმდებარედ ხალხის გადაადგილებისთვის დაბრკოლების შექმნას ედავება.

მოსამართლემ შსს-ს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის ზედხედიდან ჩაწერილი 30-წუთიანი ვიდეოკადრების წარდგენა დაავალა.