ამომრჩევლის მოსყიდვა ბათუმში - კოორდინატორმა მხარდამჭერს თანხა გადასცა (ვიდეო)

30.10.21 15:52
ამომრჩევლის მოსყიდვა ბათუმში - კოორდინატორმა მხარდამჭერს თანხა გადასცა (ვიდეო)

ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, 24-ე საარჩევნო  უბანთან ამომრჩევლისთვის  ფულის გადაცემის ფაქტის დაფიქსირდა.

"ოცნების" კოორდინატორები ამომრჩეველს ფულს სიების მიხედვით არიგებდნენ. "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, მირდატ ქამადაძის, თქმით, ბათუმში ე.წ. "კარუსელის" ფაქტებიც დაფიქსირდა. 

"ქართულ ოცნებას" პოლიტიკურ არსენალში  არავითარი კაპიტალი აღარ შემორჩა, ერთადერთი რაც მათ გააჩნიათ, ეს არის თანხა და ხდება ამომრჩევლის მოსყიდვა. გვაქვს კადრები, ეს არის ამომრჩევლის პირდპაირი მოსყიდვა, ამაზე რეაგირება უნდა მოხდეს აუცილებლად. 

გარდა ამისა დაფიქსირდა "კარუსელი" ფაქტები, 3 ამომრჩეველი მივიდა, რომლის გვარზეც ხელი მოწერილი იყო. ამ ადამიანებმა ვეღარ შეძლეს ხმის მიცემა - ამბობს მირდატ ქამადაძე. 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები