რას აკეთებენ საერთაშორისო იზოლაციის გასარღვევად? - "ოცნების" ელჩები კითხვას არ პასუხობენ
ჰქონდათ თუ არა წარმეტბული წელი დიპლომატიური თალსაზრისით და რას აკეთებენ იმისთვის, რომ საერთაშორისო იზოლაცია გაარღვიონ? ამ კითხვებით "პირველებმა" "ოცნების" ელჩებს მიმართა, თუმცა დიპლომატები ამ კითხვებს არ პასუხობენ.
გამოცემა Realpolitika-ს მიხედვით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში „ქართული ოცნების“ ლიდერის, ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტები ძირითადად ცენტრალური აზიის ქვეყნებსა და მეზობელ სახელმწიფოებზე იყო კონცენტრირებული, ხოლო აშშ-სა და წამყვან ევროპის დედაქალაქებში ოფიციალური ვიზიტები არ განხორციელებულა.
სწორედ საგარეო პოლიტიკურ საკითხებს შეეხო შეხვედრა, რომელიც დღეს ირაკლი კობახიძემ ქართველ დიპლომატებთან გამართა. შეხვედრის მიზანი სავარაუდოდ იყო მიმდინარე საერთაშორისო პროცესების და საქართველოს საგარეო ურთიერთობების დღის წესრიგის განხილვა.