"ოცნებას" დასავლეთში მაღალი რანგის შეხვედრები აღარ აქვს, აქცენტი რეგიონზეა გადატანილი - ანალიტიკოსი

25.12.25 17:22
"ოცნებას" დასავლეთში მაღალი რანგის შეხვედრები აღარ აქვს, აქცენტი რეგიონზეა გადატანილი - ანალიტიკოსი

ბოლო ერთი წლის განმავლობაში „ქართული ოცნების“ ლიდერის, ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტები ძირითადად ცენტრალური აზიის ქვეყნებსა და მეზობელ სახელმწიფოებზე იყო კონცენტრირებული. ამის შესახებ გამოცემა Realpolitika-ს ანალიტიკოსი, გიორგი ლოლაძე საუბრობს.

ლოლაძის თქმით, ვიზიტების რუკა აჩვენებს, რომ ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებისა და შესაბამისი პოლიტიკური ნაბიჯების შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებას პრაქტიკულად აღარ აქვს მაღალი რანგის შეხვედრები დასავლელ პარტნიორებთან. 

მისი თქმით, ამ ცვლილებამ საქართველოს საგარეო პოზიციონირება მნიშვნელოვნად შეცვალა.

ამ რუკაზე და ამ გეოგრაფიაში ჩანს ის, რომ მას შემდეგ, რაც ოფიციალურად შეჩერდა ევროინტეგრაციის პროცესი "ქართული ოცნების" მიერ და გადაიდგა ისეთი ნაბიჯები, რაც გამორიცხავს ევროინტეგრაციის გზაზე პროგრესს, საქართველოს ხელისუფლებას არ აქვს არანაირი მაღალი რანგის შეხვედრები ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან და დასავლური ქვეყნების დედაქალაქებში და ისინი უკვე პირდაპირ აცხადებენ ამას და გეოგრაფიაზეც ჩანს, რომ ცდილობენ, მულტივექტორული პოლიტიკის წარმოებას და უფრო მეტად აქცენტი აქვთ გადატანილი არაბთა გაერთიანებულ საემიროებზე, მეზობელ სახელმწიფოებზე, სამჯერ იყვნენ თურქმენეთში ამ პერიოდში, რაც ძალიან უცნაური მოვლენაა და სხვა პარტნიორებს და სხვა პოლიტიკურ გაარემოცვაში ხვდება, სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყანა, - ამბობს გიორგი ლოლაძე.