რა საკითხებზე ესაუბრა კობახიძე ელჩებს? [კომენტარი]

25.12.25 17:40
რა საკითხებზე ესაუბრა კობახიძე ელჩებს? [კომენტარი]

ელჩებთან შეხვედრისას, ვისაუბრეთ, როგორც საგარეო პოლიტიკურ საკითხებზე, ისე ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებზე, ჩვენი პრიორიტეტი, მომდევნო წელს, არის ჩვენი საგარეო პოლიტიკური პოზიციების მაქსიმალურად დაცვა და განმტკიცება - ამის შესახებ "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. 

მისივე თქმით, მომდევნო წელს ხელისუფლების პრიორიტეტი იქნება ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პოზიციების მაქსიმალურად დაცვა და განმტკიცება.

„საინტერესო შეხვედრა გვქონდა ჩვენს ელჩებთან, მადლობა მინდა, გადავუხადო საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს ელჩების კონფერენციის ძალიან მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის. ელჩებთან შეხვედრისას, ვისაუბრეთ, როგორც საგარეო პოლიტიკურ საკითხებზე, ისე ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებზე და საინტერესო დისკუსია შედგა ყველა ამ თემასთან დაკავშირებით. ჩვენი პრიორიტეტი, მომდევნო წელს არის ზოგადად ჩვენი საგარეო პოლიტიკური პოზიციების მაქსიმალურად დაცვა, მაქსიმალურად განმტკიცება. გამოწვევები რჩება ძალიან ბევრი საგარეო ასპარეზზე, თუმცა ვფიქრობ, რომ იმ პოლიტიკით, რომელსაც ვაწარმოებდით დღემდე, შესაძლებელია ყველა გამოწვევის დაძლევა და რაც მთავარია, შესაძლებელია ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვა,“- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.