ირაკლი კობახიძე დენის და გაზის ტარიფის ზრდაზე კომენტარს აკეთებს
ირაკლი კობახიძე გაზის და დენის ტარიფების ზრდაზე კომენტარს აკეთებს. "ქართული ოცმნბის" პრემიერის თქმით, სემეკის სხდომამდე საკითხზე კონსულტაციები იგეგმება.
2026 წლიდან საქართველოში ელექტროენერგიის ტარიფი გაიზრდება. ტარიფის ზრდის ზუსტი მასშტაბი 29 დეკემბრის სხდომაზე გახდება ცნობილი.
"ორშაბათს შედგება როგორც ვიცი სემეკის სხდომა, მანამდე ჩვენ გვექნება კონსულტაციები. ზოგადად, ტარიფებს გაზზე და დენზე განაპირობებს მათ შორის გლობალური ფასებიც. ჩვენ უნდა ჩავხედოთ ყველაფერს და ამისდა მიხედვით ორშაბათს უკვე სემეკი მიიღებს გადაწყვეტილებას. ხვალ გვექნება შეხვედრა ამ თემასთან დაკავშირებით. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ მოვახერხებთ ტარიფების შენარჩუნებას. დანარჩენს უკვე გადაწყვეტს კონსულტაციები",- ამბობს ირაკლი კობახიძე.