ბაჩო ახალაიას საცხოვრებელი კორპუსი პოლიციის ალყაშია

25.12.25 18:01
ბაჩო ახალაიას საცხოვრებელი კორპუსი პოლიციის ალყაშია

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას საცხოვრებელი კორპუსი პოლიციის ალყაშია - ამავე კორპუსში ცხოვრობს პატიმრობაში მყოფი მურთაზ ზოდელავას ოჯახი. 

"პირველების" ინფორმაციით, რამდენიმე წუთის წინ კორპუსში ნუცუბიძის  ქუჩაზე სპეცრაზმი [სავარაუდოდ სუს-ის წარმომადგენლები] შევარდა.  

ადგილზე მობილიზებული სამართალდამცავები "ტვ პირველის" კოთხვებს არ პასუხობენ. 

განცხადება არ გაუკეთებია არც შინაგან საქმეთა სამინისტროსაც.