სუს-ში საგანგებო ბრიფინგი ჩაინიშნა
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საგანგებო ბრიფინგი ჩაინიშნა.
უწყებაში მედიას 19:00 საათისთვის ელოდებიან.
სუს-ში არ აკონკრეტებენ, რა თემაზე ან ვინ გამართავს ბრიფინგს.
ცნობისთვის, პარალელურად ცნობილი ხდება, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას საცხოვრებელი კორპუსი პოლიციის ალყაშია - ამავე კორპუსში ცხოვრობს პატიმრობაში მყოფი მურთაზ ზოდელავას ოჯახი.
"პირველების" ინფორმაციით, რამდენიმე წუთის წინ კორპუსში ნუცუბიძის ქუჩაზე სავარაუდოდ სუს-ის წარმომადგენლები შევარდნენ.