დარღვევები უბნებზე და მუქარა არასამთავრობო ორგანიზაციების დამკვირვებლებზე - ISFED საარჩევნო დარღვევებზე

30.10.21 16:14
დარღვევები უბნებზე და მუქარა არასამთავრობო ორგანიზაციების დამკვირვებლებზე - ISFED საარჩევნო დარღვევებზე

მთელი ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლის სავარაუდო  მოსყიდვისა და დამკვირვებლებზე ზეწოლის ფაქტები დაფიქსირდა. ამის შესახებ  ISFED-ის ხელმძღვანელმა, ნინო დოლიძემ, სპეციალურ ბრიფინზე ისაუბრა.

ქუთაისის მე-5  უბანზე როდესაც ჩვენმა დამკვირვებელმა დააფიქსირა სავარაუდო მოსყიდვის ფაქტი და შემდეგ ჩაეძია ამ ადამიანს, ვინც მოსყიდვას ახორციელებდა, მან ძალით გაიყვანა ადგილიდან და სიტყვიერ შეურაცხყოფას ჰქონდა ადგილი.

ფოთში, 33-ე უბანზე, სხვადასხვა დამკვირვებელს ეზღუდება დაკვირვების უფლება, რადგან კავშირ "მწვანე დედამიწის" წარმომადგენელი ცდილობს პროცესების მართვას საარჩევნო უბანზე.

ზუგდიდიში ჩვენს დამკვირვებელს პრობლემა შეექმნა 29-ე უბანზე, როცა ცესკო-ს მიერ დანიშნული საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი ახორციელებდა და ამოწმებდა  სიებში ამორმჩევლის გამოცხადებას, მას შემდგ, რაც "სამართლიანი ამომრჩევლის" წარმომადგენელმა მოითხოვა, ეჩვენებინა, რა სიებზე იყო საუბარი, დაემუქრნენ ჩვენს დამკვირვებელს, მას საჩივრის დაწერის უფლებაც არ მისცეს და ჩვენ დამკვირვებელს მოუწია უბნის დატოვება. 

ფოთის მე-7 უბანზე დამკვირვებელს ეზღუდება უფლება,  დააკვირდეს, მარკირების შემოწმების პროცედურას, რადგან ადამიანი, რომელიც მარკირებას ამოწმებს, 20 მეტრის მოშორებით დგას უბნიდან. ჩვენი დამკვირვებელი შეეცადა, ეს ოლქში გაგვესაჩივრებინა და გაგრძელდა ჩვენი დამკვირვებლის მიმართ აგრესია უბნის წარმომადგენლის მხრიდან", - ამბობს ნინო დოლიძე. 

მსგავსი სიახლეები