რატომ გაძვირდა ცხოვრება - ვინ არის მთავარი დამნაშავე?

25.12.25 20:43
რატომ გაძვირდა ცხოვრება - ვინ არის მთავარი დამნაშავე?

რატომ იზრდება ფასები? ვისშიც არ უნდა ეძებოს დამნაშავე ირაკლი კობახიძემ, ფასების მატებაზე პასუხისმგებელი ეროვნული ბანკია. თურნავას უწყება განსაზღვრავს ინფლაციას პასუხისმგებელია ფასების სტაბილურობაზე და ყველაფერი მის ხელშია. წლებია მთავარი ბანკი მილიარდობით ლარს ბეჭდავს, გაჩნდა ჭარბი ფულის მასა და ეს ეკონომისტებისთვის არის ერთ-ერთი პირველი ფაქტორი, რაც ფასების მატებაზე მოქმედებს. ლარის მასა კომერციული ბანკების და მთავრობის შემოსავლებისთვის იბეჭდება, შედეგად კი ხალხი იღებს გაძვირებულ პროდუქტს.  

ეროვნული ბანკი პასუხისმგებლობას ვერ აირიდებს. ისევე როგორც კობახიძე და მისი ეკონომიკური გუნდი, რომლის პოლიტიკაც პირდაპირ აისახება ფასებზე. ფულის მასის ზრდაც ქართული ოცნების პოლიტიკური მოტივების მიხედვით ხდება. არავის სჯერა ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის. ამის დასტურია თურნავას გადაწყვეტილებაც,  ჯერ საარჩევნოდ პოლიტიკური მოტივებით ეროვნული რეზერვები ეხარჯა,ახლა კი ფასების მატების ხარჯზე რეზერვები შეევსო.   

ფასებზე მოქმედებს გადასახადები, რომელსაც ასევე მთავრობა განსაზღვრავს. გადასახადების სიდიდის მიხედვით იზრდება ფასებიც. მაგალითად, სურსათზე,  საწვავზე, თამბაქოზე, ხორცზე თუ სხვა პროდუქტებზე შესაძლებელია განსხვავებული მიდგომა, გადასახადების ცვლილება, რაც ნაწილობრივ მაინც შეუმსუბუქებს ხალხს გაძვირებულ ცხოვრებას.    

ლიკა ჯანყარაშვილი დეტალებით