სასჯელი ტროტუარზე დგომისთვის - როგორ პასუხობენ აქტივისტები "ოცნებას"

25.12.25 21:15
სასჯელი ტროტუარზე დგომისთვის - როგორ პასუხობენ აქტივისტები "ოცნებას"

ისევე როგორც მოსკოვში, ახლა უკვე თბილისშიც ტროტუარზე დგომა შესაძლოა, ციხის ფასი დაგიჯდეთ. სამოქალაქო აქტივისტები, ვინც პარლამენტის წინ ფეხით სავალ ნაწილზე იდგა, სასამართლოში ერთ მეორეს მიყოლებით დაიბარეს. მუხლი, როლითაც ანი ახმელტეს და ელენე ჯღარკავას ასამართლებენ, პატიმრობას ითვალისწინებს. 

განსასჯელის სკამზე აღმოჩნდა დღეს, კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანი ელენე ჯღარკავა. მის წინააღმდეგ მტკიცებულება, მხოლოდ ტროტუარზე დგომის ამსახველი ვიდეო. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააჩინა ახალი ტერმინი „ხალხის სავალი ნაწილის ჩახერგვა“, ჩახერგვა ნიშნავს, მოქმედებას, როდესაც გადაადგილება შეუძლებელია, რუსთაველზე კი ასეთი რამ არ მომხდარა. 

31 დეკემბრის აქცია ყველაფრის ფასად შედგება - ასე გვპასუხობენ პროტესტის მონაწილეები კითხვაზე: შეცვლის თუ არა მათ გეგმებსა და დღის წესრიგს რეპრესიების მორიგი ტალღა. „ქართული ოცნების“ ნებისმიერი რადიკალური ნაბიჯის მიუხედავად,  აქტივისტების პოზიცია  უცვლელია - ბრძოლას გამარჯვებამდე აგრძელებენ.

ასჯელი ტროტუარზე დგომისთვის - ხატია სამხარაძე დეტალებით