საჭიროა მეტი აქტიურობა, რათა ბოროტებამ არც ერთ მუნიციპალიტეტში არ გაიმარჯვოს - კობახიძის მიმართვა ამომრჩეველს
უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი კანდიდატები მყარად იგებენ არჩევნებს 20 მუნიციპალიტეტიდან 18-ში, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ განაცხადა. ირაკლი კობახიძემ მხარდამჭერებს არჩევნებში მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა, რათა, მისი თქმით, "ბოროტებამ არც ერთ მუნიციპალიტეტში არ გაიმარჯვოს".
საარჩევნო ოლქების უმრავლესობაში ფიქსირდება მაღალი აქტივობა, თუმცა აუცილებელია კიდევ უფრო მეტი აქტიურობა, რათა არც ერთ მუნიციპალიტეტში არ დავუშვათ იმ პოლიტიკური ძალის გამარჯვება, რომელსაც ერთადერთ მიზნად ქვეყანაში არეულობის კერების შექმნა აქვს დასახული. არსებული მონაცემებით, უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი კანდიდატები მყარად იგებენ არჩევნებს 20 მუნიციპალიტეტიდან 18-ში. „ნაცმოძრაობის“ კანდიდატები ორ მუნიციპალიტეტში არიან ახლოს 50%-იან ზღვართან. შესაბამისად, საჭიროა ამომრჩევლის მაქსიმალური აქტიურობა, რათა ბოროტებამ არც ერთ მუნიციპალიტეტში არ გაიმარჯვოს, - განაცხადა კობახიძემ.
თქვენ, კონრეტულ ტეკლევიზიებს ვგულისმხმობ და მათ წარმოპმდგენლებს, როდესაც ასეთ პოლიიტკურ ძალას მხარს უჭერთ, ეს არის სირცხვილი და ეს არის დანაშაული, - განაცხადა კობახიძემ.