კობახიძე იზოლაციაში - ვის ხვდებოდა "ოცნების" პრემიერი 2025 წელს?

25.12.25 20:30
კობახიძე იზოლაციაში - ვის ხვდებოდა "ოცნების" პრემიერი 2025 წელს?

დიპლომატიურ სკანდალში გახვეული ელჩი დღეს ტვ პირველის ობიექტივში აღმოჩნდა - იაპონიაში საქართველოს ელჩი არ ამბობს, რამდენჯერ გადასცა უტა ივანიშვილს ფულით სავსე ჩანთა, იყენებს თუ არა თეიმურაზ ლეჟავა დიპლომატის ხელშეუხებლობის სტატუსს ბიძინა ივანიშვილის სანქცირებული  ფულის უსაფრთხოდ გადატანისთვის.

იაპონური მედიის მიერ გავრცელებული ჩანაწერის შემდეგ ლეჟავა კამერებთან პირველად გამოჩნდა, თუმცა კითხვები უპასუხოდ დატოვა. 

ელჩები დღეს დავალებებს კობახიძისგან იღებდნენ.  სრულ იზოლაციაში მოქცეული ოცნება გამოსავალს ეძებს,  თუმცა "ქართული ოცნების" პრემიერი პარალელურად აანონსებს, რომ საგარეო პოლიტიკაში არაფერი შეიცვლება.

კობახიძის გასული წლის ვიზიტების გეოგრაფია ასეთია - ყველაზე ხშირად ცენტრალურ აზიასა და მეზობელ სახელმწიფოებში ჩადიოდა. იყო გამონაკლისებიც ევროპაში, თუმცა ეს ძირითადად პრორუსი ორბანის მიწვევის ხარჯზე.

კობახიძე იზოლაციაში - თათია წოწონავა დეტალებით