კაია კალასს არ შევხვედრივარ და არც დიდი სურვილი მაქვს - მაკა ბოჭორიშვილი
საგარეო საქმეთა მინისტრს ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან კალასთან შეხვედრა არც კი უცდია. როგორც დღეს მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, ამის სურვილი არც კი აქვს.
მეტიც "ქართული ოცნების" საგარეო საქმეთა მინისტრმა მაღალჩინოსანი, ვიწრო ინტერესებით ხელმძღვანელობაში დაადანაშაულა.
ახლა კაია კალასს არ შევხვედრივარ და სიმართლე გითხრათ, არც დიდი სურვილი მაქვს შეხვედრის. გადაწყვეტილებებს როგორ იღებს და რამდენად იღებს, ეს კიდევ ცალკე საკითხია და ვის ემსახურება ის გადაწყვეტილებები, რასაც ის იღებს, ესეც კიდე ცალკე საკითხია. “, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.