დაძაბულობა გლდანში - საარჩევნო უბანზე კორცხელის დამრბევთა რაზმის წევრები გამოჩნდნენ
გლდანის 84-ე საარჩევნო უბანთან კორცხელის ინციდენტის ერთ-ერთი მონაწილე და ჭიდაობის ფედერაციის წარმომადგენელი, გიორგი იანტბელიძე, გამოჩნდა. ის უბნის შესასვლელ კართან იდგა. იანტბელიძე არ პასუხობს, ახდენს, თუ არა ის უბანთან სპორტსმენების მობილიზებას. იანტბელიძის თქმით, მან მანქანით გაიარა და როდესაც ხალხმრავლობა დაინახა, ადგილზე მივიდა.
აქვე ვცხოვრობ, 200 მეტრში, მაინტერესებს, რა ხდება, კარგია, რომ კარგად დამთავრდება ყველაფერი. მე არაფერი დამიშავებია. მშვიდობისმოყვარე ადამიანი ვარ", - ამბობს იანტბელიძე.