არასამთავრობოების ბეიჯებით შენიღბული "ძველი ბიჭები" - მეტრომშენში ამომრჩევლის ნების კონტროლი გრძელდება

30.10.21 16:30
არასამთავრობოების ბეიჯებით შენიღბული "ძველი ბიჭები" - მეტრომშენში ამომრჩევლის ნების კონტროლი გრძელდება

შეცვლილი ტაქტიკა არჩევნების მეორე ტურზე - ე.წ. არშემდგარი ძველი ბიჭები საარჩევნო უბნებთან ამჯერად "ქართულ ოცნებასთან" აფელირებული არასამთავრობო ორგანიზაციების ბეიჯებით გამოჩნდნენ. 

ე.წ. ძველები ამჯერად სპეციალური დოკუმენტებით არიან შეიარაღებულები და ასე აკონტროლებენ ამომრჩევლის ნებას. 

მეტრომშენში, 39 და 45-ე საარჩევნო უბნებზე, ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ხმის მისაცემად უბანზე მისულ მოქალაქეებს მითითებებს აძლევენ, რა უნდა გააკეთონ. 

ისინი საარჩევნო უბანთან შავი ფერის "ტოიოტა ქამრით" არიან წარმოდგენილი, ავტომობილოში კი პროდუქტები ულაგიათ. 

ადგილზე მობილიზებული "შავები" განსაკუთრებულ აგრესიას "ტვ პირველის" გადამღები ჯგუფის მიმართ ამჟღავნებენ და მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ: 

"ახალგაზრდა ბიჭი ხარ ძმაო, რას მეუბნები, გარეთ არ იდგეო? წადი ძმაო! მაგათ როგორ დასდევ, მეგის ქარდავას ტელევიზია ხარ"- აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზავიის ბეიჯებით შეიარაღებული ე.წ. ძველი ბიჭები. 

ამის პარალალურად კი იქვე მობილიზებული პოლიცია უმოქმედოა. მისი კომპეტენცია პრესსამსახურთან გადამისამართებაა. 

 

 

 

მსგავსი სიახლეები