მსჯელობს თუ არა პროკურატურა მიქაუტაძისთვის საპროცესო შეთანხმებაზე? - პროკურორის კომენტარი

26.12.25 17:16
მსჯელობს თუ არა პროკურატურა მიქაუტაძისთვის საპროცესო შეთანხმებაზე? - პროკურორის კომენტარი

ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილესთან, რომეო მიქაუტაძესთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე მოლაპარაკება არ მიმდინარეობს  - ამის შესახებ სასამართლო პროცესის დასრულებსი შემდეგ საქმის პროკურორმა განაცხადა.

როგორც სახელმწიფო ბრალმდებელი განმარტავს, პროცედურა რომ დაიწყოს, დაცვის მხარემ უნდა გააჟღეროს შესაბამისი პოზიცია.

"იმ შემთხვევაში თუ მოგვმართავს განცხადებით, მერე დაიწყება პროცედურა. ამ ეტაპზე მოლაპარაკება არ მიმდინარეობს", -აცხადებს პროკურორი. 

რომ დაიწყოს მოლაპარაკება საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით, მთელი რიგი ოფიციალური პროცედურებია გასავლელი, მათ შორის მზაობა უნდა გამოთქვას დაცვის მხარემ - ან განცხადება უნდა შემოიტანოს, ან პროცესზე უნდა გააჟღეროს აღნიშნულის თაობაზე. აღნიშნულისი შესახებ ვინაიდან არ არის გაჟღერებული, არც განცხადება შემოტანილი, შესაბამისად არ მიმდინარეობს მოლაპარაკება. 

ზოგადად, ამ საქმესთან დაკავშირებით პროცედურა რომ დაიწყოს, დაცვის მხარემ უნდა გააჟღეროს შესაბამისი პოზიცია. დაცვის მხარის ინტერესშია საპროცესო შეთანხმების გაფორმება და არა ბრალდების მხარის ინტერესში. იმ შემთხვევაში თუ მოგვმართავს განცხადებით, მერე დაიწყება პროცედურა. ამ ეტაპზე მოლაპარაკება არ მიმდინარეობს", - აცხადებს პროკურორი. 

ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2025 წლის ივნისში დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტითა და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მიქაუტაძეს ჯამში 8 499 334 ლარის უკანონო/დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზებას ედავებიან. ბრალდების მხარის თქმით, თემატური რევიზიის დასკვნის თანახმად, ბრალდებულს 2017-2024 წლებში მიღებული აქვს განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავალი, საიდანაც შეძენილი აქტივების ღირებულებამ შეადგინა 8 499 334 ლარი.