გამოიყენეთ თქვენი ხმა, რათა ვაჩვენოთ დემოკრატიული მმართველობის უპირატესობა - ბადრი ჯაფარიძე

30.10.21 16:45
გამოიყენეთ თქვენი ხმა, რათა ვაჩვენოთ დემოკრატიული მმართველობის უპირატესობა - ბადრი ჯაფარიძე

,,ლელოს" ლოიდერის, ბადრი ჯაფარიძის ინფორმაციით, თბილისში ოპოზიციის საერთო კანდიდატი, ნიკა მელია, ლიდერობს, თუმცა აუცილებელია ამომრჩევლების მობილიზება, რათა მოხდეს ქართველი ხალხის ნების დაფიქსირება. 

ბადრი ჯაფარიზის ინფორმაციით, თბილისის საარჩევნო უბნებზე ხდება ხმის მიცემის პროცესის გაყალბება, დაფიქსირებულია ყალბი პირადობის მოწმობები, ე.წ. მკვდარი სულები.

ჩვენი ინფორმაციით, აქტივობა თბილისში არის ოდნავ მაღალი, ვიდრე პირველ ტურში, ლიდერობს ოპოზიციის საერთო კანდიდატი, მაგრამ აუცილებელია, რომ ამომრჩევლის აქტიურობა გაიზარდოს, რადგან მობილიზებულია ,,ქართული ოცნების" მთელი აქტივი, მათი კოორდინატორების ჯგუფები, რომლებიც აქტიურად გადაადგილდებიან ქალაქში, სადაც მაქსიმალურად ცდილობენ ამომრჩეველზე ზემოქმედებას.

 გვაქვს ინფორმაცია, რომ დოლიძის ქუჩაზე მდებარე 61 სკოლაში განთავსებულ უბანზე, ყუთში ჩაყარეს ბიულეტენები, ასევე 71 უბანზე, ისნის ოლქში, ჩაყარეს ბიულეტენები, ამას ადასტურებს ,,სამართლიანი არჩევნების" წარმომადგენელიც, იყო ყალბი პირადობის მოწმობის გამოყენების ფაქტები; გლდანში, 106-ე უბანში, სამაგიდო სიაში გარდაცვლილი აღმოწქჩინეს, 

მთელი ინვენტარი არჩევნების გაყალბების არის ,,ოცნების" ხელში. მიუხედავად ამისა, კოალიციური კანდიდატი იმარჯვერბს. ახლა ჩვენ გვჭირდება ამომრჩევლების მაქსიმალური მობილიზაცია, რათა არ დავუშვათ ,,ოცნების" მიერ ქართველი ხალხის არჩევანის შეცვლა.

 საჭიროა აქტივობა, რათა უკვე ხვალიდან შევძლოთ კოალიციური მმართველობის დაწყება და ვაჩვენოთ დემოკრატიული მართვის უპირატესობა ერთპარტიულ, ჩამყაყებულ მართვასთან  მიმართებაში - განაცხადა ბრიფინგზე ბადრი ჯაფარიძემ.

 

მსგავსი სიახლეები