ზურაბიშვილი "ოცნებას": ყველას დრო დადგება

26.12.25 17:35
ზურაბიშვილი "ოცნებას": ყველას დრო დადგება

 

 

ყველას დრო დადგება - ასე ეხმაურება "პირველებთან" საუბარში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ხმაურიან დაკავებებს.

ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ სუს-ის ყოფილი უფროსის ბრალში კორუფცია ნაკლებად არის მთავარი საკითხი, რადგან მისი თქმით, ლილუაშვილს თანამდებობიდან მოხსნის შემდეგ,  ინფრასტრუქტურის სამინისტროში გადაყვანა შესთავაზეს. 

მეხუთე პრეზიდენტის თქმით, ცნობილი ფაქტია, რომ აღნიშნულ სამინისტროში "ფული მაქსიმალურად კეთდება".

თუ ჩემი მეხსიერება არ მღალატობს, როცა გადააყენეს ლილუაშვილი, შესთავაზეს ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ანუ ის სამინისტრო, სადაც მაქსიმალურად კეთდება ფული, ამიტომ, მე მგონია, რომ კორუფცია ნაკლებად არის მთავარი საკითხი. მთავარი ის არის, რომ დღეს რეალურად ვართ რუსული მოდელის რეჟიმში და რუსული, საბჭოთა მოდელი ნიშნავს, რადგან არავინ არის ლეგიტიმური, უთუოდ დგება დრო, როცა შენ უნდა მოიშორო ეს ადამიანი, ის ადამიანი, მარჯვენა ხელი, მარცხენა ხელი და ყველა. ყველას დრო დადგება", - ამბობს სალომე ზურაბიშვილი. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროს „წინასწარი პატიმრობა“ 24 დეკემბერს შეუფარდეს.

ლილუაშვილს ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე ნახეთ:

  •