რას ედავება "ოცნება" თავდაცვის ყოფილ მინისტრს - როგორია სუს-ის სამართლებრივი სტანდარტები

26.12.25 20:06
რას ედავება "ოცნება" თავდაცვის ყოფილ მინისტრს - როგორია სუს-ის სამართლებრივი სტანდარტები

სუს-ის შენობაში თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბრალს ამ წუთებში აცნობენ. ბაჩო ახალიას გამოძიება 4 ოქტომბრის მთავრ ორგანიზატორად ასახელებს. ოღონდ, სუს-ის ხელში არა მტკიცებულებები, არამედ ამონაწერია WI-FI-ს მოდემიდან და ინტერნეტ აპლიკაციებიდან. ახალიას 4 ოქტომბრის საქმეზე უკვე დაკავებულ მსოფლიო ბანთან, ყოფილ მთავრ პროკურორთან, ორ პოლიტიკოსთან და ერთ პოლკოვნიკთან   ხშირი კონტაქტის გამო დაადეს ბორკილები, მხოლოდ რა შინაარსის სატელეფონო საუბარი შედგა მათ შორის არ იციან.

თავდაცვის ყოფილი მინისტრის სახლში  სუს-ის კბილებამდე შეიარაღებული სპეცრაზმი გუშინ 4 საათისთვის შეიჭრა. იარაღისა და სროლის მუქარით სახლში მყოფ ყველა პირს მობილური ჩამოართვეს.

ირკვევა, რომ ჩხრეკა თავდაცვისა ყოფილი მინისტრის სახლში ისე დაიწყეს, რომ  არ იცოდნენ რა უნდა წაეღოთ სახლიდან. ხელბორკილები  ჯერ ანი ნადარეიშვილს დაადეს და დაკითხვაზე წაიყვანეს  მოგვიანებით კი ბაჩო ახალიას, რომელიც დანაშაულის ორგანიზატორად გამოაცხადეს მხოლოდ ზარებისა და მიმოწერის რაოდენობის გამო.

ანა ნადარეიშვილი გვიყვება,  რომ ყოფილი ძალოვნის დაკავებას ელოდნენ, რადგან 3 კვირის წინ, ახალაია ემიგრაციაში მიდიოდა  ოჯახის მატერიალური მდგომარეობის გამო, თუმცა ის საზღვარზე არ გაატარეს.

დადასტურდა, რომ ოთხი ოქტომბრიდან ამ დრომდე ახალია პრაქტიკულად განსაკუთრებული კონტროლის ქვეშ ჰყავდათ აყვანილი.  ანი ნადარეიშვილი ამბობს, რომ საპროტესტო აქციის დღეს მათ სახლთან  გამომძიებლებს მორიგეობა ჰქონდათ დაწესებული, არსებობს ეჭვი, რომ სავარაუდო ინტერნეტ კომუნიკაციის ამბავიც დადგმულია.

ხელბორკილები გუშინ სუს-ში ანი ნადარეიშვილსაც დაადეს, თუმცა მალევე გამოუშვეს. გამოკითხვაზე ორჯერ წაიყვანეს ზურაბ გაგუაც. რომელზეც ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდნენ.

ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში