ფოთში დამკვირვებელს, რომელმაც დარღვევები გამოავლინა, ცხელი ყავა შეასხეს
ფოთში, მე-11 საარჩევნო უბანზე, დამკვირვებელს, რომელმაც დარღვევები გამოავლინა, სახეში ცხელი ყავა შეასხეს. დამკვირვებელმა კოორდინატორთან აღმოაჩინა თანხა, რომელსაც სავარაუდოდ, ის ამომრჩეველს ურიცხავდა და ასევე სამაგიდო სიები.
ის ამ დროისთვის პოლიციას ჩვენებას აძლევს.
უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე იყო მანქანა გაჩერებული. გავიარე და დავინახე, რომ ამ ქალბატონს ჰქონდა სამაგიდო სიები ხელში, გვერდით ჰქონდა თანხები მიწერილი, ვის რამდენი მისცა. თხოვნით მივმართე, თუ შეგიძლიათ, მომაწოდეთ-თქო. გვერდიდან მეორე მამაკაცმა, რომელსაც ბეიჯი ჰქონდა, გამოართვა ქაღალდები და გაიქცა და ამასობაში შემასხა ცხელი ყავა სახეში", - ამბობს დაზარალებული.