ევროკომისია "ოცნებას" მკაცრ სანქციებს უანონსებს

26.12.25 20:37
 ევროკომისია "ოცნებას" მკაცრ სანქციებს უანონსებს

"ქართულ ოცნებას" მძიმე წელი ელოდება. ევროკომისია "ოცნების" რეჟიმს მკაცრ სანქციებს უანონსებს. ემიგრანტებისთვის გაგზავნილ წერილში ურსულა ფონ დერ ლაიენის გუნდი წერს, რომ სავარაუდო შემზღუდავი ზომების შესახებ მუშაობა გრძელდება. ასე იქნება, მანამ, სანამ "ოცნების" იზოლირებული ხელისუფლება არ გამოიჩენს მტკიცე ერთგულებას და არ შეცვლის კურსს.

წერილი ევროკომისიამ ქართველ ემიგრანტებს მას შემდეგ გაუგზავნა, რაც ქართულმა დიასპორამ პარტნიორებს საგანგებო წერილით მიმართეს. ემიგრანტები ამერიკიდან, კანადიდან, ისრაელიდან და ევროკაშირის დედაქალაქებიდან ევროპელ პარტნიორებს ივანიშვილის რეჟიმის და მათი ოჯახის წევრების დასანქცირებას სთხოვს.

ემიგრანტები ფიქრობენ, რომ ბრიუსელის რეაქცია ივანიშვილის რეჟიმის ქმედებებზე პროპორციული არ არის. საჭიროა უფრო მეტი და მკაცრი სანქცია. ევროპის დედაქალაქებში გადაადგილება უნდა შეუზღუდონ ყველას, ვინც ჯერ ევროპას და მის პოლიტიკას აძაგებს, შემდეგ კი შვებულებებს ევროკავშირში ატარებენ და ევროპის კეთილდღეობით სარგებლობენ. ემიგრანტები ამბობენ, რომ მათ არ აქვთ ევროპაში ჩასვლის უფლება.

რეჟიმის სანქცირება ემიგრანტების ერთადერთი მოთხოვნა არ არის. ისინი ევროკავშირს სთხოვენ გამოიძიოს აქციის მონაწილეების ქიმიური ნივთიერებით მოწამვლის საქმე. ამბობენ, რომ "ქართულმა ოცნებამ" ევროპული აქციების დროს ხალხის წინააღმდეგ ქიმიური ნივთიერებების აკრძალული კომბინაცია გამოიყენა. რეალობას კი საერთაშორისო გამოძიების გარეშე ვერავინ დაადგენს.

დეტალები ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში