მოწამვლის საქმის გადაფარვის მცდელობა? - ცდილობს თუ არა "ოცნება" მთავარი თემებიდან ყურადღების გადატანას

26.12.25 20:02
მოწამვლის საქმის გადაფარვის მცდელობა? - ცდილობს თუ არა "ოცნება" მთავარი თემებიდან ყურადღების გადატანას

ბრძოლა დანაშაულთან, თუ ქაოსური საინფორმაციო დღის წესრიგის შექმნა - ივანიშვილის მთავრობა ყოველ დილას, ან საღამოს ახალ-ახალ სკანდალს ქმნის და საზოგადოების ნაწილს სენსაციებით კვებავს.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი “ქართული ოცნების“ ფარულ ზრახვებს ააშკარავებს და კობახიძის გუნდს ქიმიური მოწამვლის საქმის გადაფარვის მცდელობაში ადანაშაულებს.

“ქართულ ოცნებას“ სამთავრბო მედიის და ტროლების საშუალებით საზოგადოების ყურადღება მნიშვნელოვანი ამბიდან სხვა გამოგონილ ამბავზე გადააქვს.

ხალხის ქიმიური ნივითირებით მოწმავლის საქმეზე ხუთ დღიანმა გამოძიებამ პასუხი კითხვებს ვერ გასცა, ამიტომ თემის სხვა ამბებით გადაფარვა “ოცნებისთვის“ დღის წესრიგის ნაწილად იქცა. 

რა კითხვებზეც პასუხი სუს - მა დამალა, საერთაშორისო გამოძიებამ უნდა შეისწავლოს და გასცეს კითხვებზე პასუხი, რა ქიმიური ნივთიერება და რა დოზით შეურიეს წყლის ჭავლში და ჩაიდინა თუ არა “ქართულმა ოცნებამ“ ქართველი ხალხის წინააღმდეგ ბოლო ათწლეულების ყველაზე მძიმე დანაშაული. 

საზოგადოება კონრკეტულ კითხვებზე ითხოვს პასუხს - რით მოწამლეს საკუთარი ხალხი საპროტესტო აქციებზე.

ვრცლად ნახეთ, თათია წოწონავას რეპორტაჟში