ბიულეტენების ჩაყრა მოხდა - ხმაური 71-ე საარჩევნო უბანზე
დაძაბულია ვითარება ვაზისუბნის 71-ე საარჩევნო უბანზე - ოპოზიციის ინფორმაციით, ადგილზე ბიულეტენები ჩაყარეს, რასაც ხმაური მოჰყვა.
კომისიის თავმჯდომარე ოპოზიციის ინფორმაციას არ ადასტურებს.
ადგილზე პოლიციაა მობილზებული. ხმაურის გამო საარჩევნო პროცესი შეჩერდა.