ვინ აძვირებს ფასებს?
"ევრო პროდუქტი" წმინდა მოგებით - 13.9 პროცენტი, "აგროჰაბი" -7.8%, "ფრესკო" - 6.7% - "ორი ნაბიჯი" 3.8 % – ეს წმინდა მოგება ნახა მსხვილმა ქსელურმა 4-მა მაღაზიამ გასულ წელს. ამ ოთხიდან მინიმუმ სამი ქართლი ოცნებასთან დაკავშირებული ბიზნესია, ყველა სხვა ქსელს მონაცემებით რომელიც BM.GE-მ გაასაჯაროვა, მოგების მაღალი მაჩვენებელი არ აქვთ. ახლა მთავარი კითხვაა, გაწირავს თუ არა "ქართული ოცნება" იმ ბიზნესმენებს, ვისგანაც პარტიულ შემოწირულობებსაც იღებენ და მეგობრობენ.
ირაკლი კობახიძე ფასების ხელოვნურ ზრდაზე პასუხისმგებლობას სადისტრიბუციო კომპანიებსაც აკისრებს. ვის ეკუთვნის ეს ბიზნესი?
ერთ-ერთი მსხვილი ქართული იმპორტიორი კომპანიაა "გაგრა პლუსია" - გამაგრილებელი და ალკოჰოლური სასმელების იმპორტიორი, რომლის თანა დამფუძნებელი გიორგი მახათაძეა. ის ქართული ოცნების შემომწირველია მრავალი წელია.
მოხვდება თუ არა ისიც სუს-ის გამოკითხულთა სიაში უცნობია. ერთ-ერთი კი ვისაც საპარლამენტო კომისიაზე პასუხებისთვის დაიბარებენ დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელია.
როგორ შეიძლება ფასები შემცირდეს წრაფად. სპეციალისტები ამბობენ, რომ ახლა ბერკეტები მთავრობის ხელშია, რომელსაც შეუძლია ევროკავშირის ქვეყნების მსგავსად დიფერენცირებულ დღგ დააწესოს. ყოველი 10 ლარიდან რომელსაც მაღაზიაში იხდით, ერთი ლარი და 18 თეთრი მთავრობას მიაქვს. თუ ეს გადასახადი პირველადი მოხმარების პროდუქტებზე შემცირდება მაშინ პროდუქცია გაიაფდება. ასე ევროკავშირს ქვეყნებში სადაც, მაგალითად ალკოჰოლზე მაღალი გადასახადია კარაქსა და პურზე დაბალი.