არ გამოირიცხებოდა სისხლისღვრაც - გრიგოლ ლილუაშვილი სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე

30.10.21 16:56
არ გამოირიცხებოდა სისხლისღვრაც - გრიგოლ ლილუაშვილი სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე

სუს-ის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა, სახელმწიფო გადატრიალების საქმესთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ იგეგმებოდა სახელმწიფო ინსტიტუტების ბლოკირება, სააკაშვილის ტრანსპორტირებაში ხელის შეშლა და არ გამოირიცხებოდა სისხლისღვრაც.

ხმა მივეცი სტაბილურობას და მშვიდობას, მივეცი იმას, რომ ნაკლები კრიმინალი და ნაკლები დამნაშავე ყოფილიყოს ქართულ პოლიტიკაში. 

საქმე აღძრულია სსკ-ის 315 მუხლის 1 ნაწილით, რაც გულისხმობს სახლმწიფო ხელისუფლების დამხობას შეთქმულების გზით. მოპოვებული იქნა ინფორმაცია კონკრეტული ჯგუფის განზრახვის შესახებ, რაც ავტომატურად იწვევს გამოძიების დაწყებას. მოქალაქეებს, ვინც შეიძლებოდა, ნებსით თუ უნებლიედ, მომხდარიყო ამ გაუგებრობაში, მივეცით ინფორმაცია განზრახვის შესახებ, რომელიც ითვალისწინებდა სახელმწიფო ინსტიტუტების ბლოკირებას, დაპატიმრებული ადამიანის ტრანსპორტირებისას ხელის შეშლას და ა.შ. მათ შორის, არ გამოირიცხებოდა სისხლისღვრაც", - თქვა საარჩევნო უბანთან მისულმა ლილუაშვილმა.

გუშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში მისი გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულების კლინიკაში  გადაყვანის დროს ხელის შეშლა იგეგმებოდა.

გარდა ამისა, უწყებამ გამოაქვეყნა 6-წუთიანი აუდიოჩანაწერი, სადაც  ისმის რამდენიმე ადამიანის საუბარი, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შესაძლებლობებზე საუბრობენ. სუს-ის ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანი ,,ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი, ბესიკ წერედიანია.

ჩანაწერის მიხედვით, წერედიანი გეგმავს აქციებს პრემიერიმინისტრის, ასევე, იუსტიციისა და ჯანდაცვის მინისტრების სახლებთან.

 

მსგავსი სიახლეები