არ მეგონა, თუ ივანიშვილი იტყოდა, რომ კაცი, რომელიც 10 წელი ციხეში ეჯდა, გადატრიალებას უპირებდა - ბაჩო ახალაიას ინტერვიუ დაკავებამდე
თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ბაჩო ახალაიამ გადატრიალების დაგეგმვის ბრალდებებს დაკავებამდე თენგო გოგოტიშვილთან ინტერვიუში უპასუხა.
ყოფილი ძალოვანის თქმით, არ ეგონა, თუ ბიძინა ივანიშვილი ოდესმე მომხრეებში იმას იტყოდა, რომ კაცი, რომელიც 10 წელი ციხეში ჰყავდა გამოკეტილი, გადატრიალებას უპირებდა.
კაპიკი არ გამაჩნია, პარტია არ მაქვს აქვს, არაფერი არ აქვს, სულ კონტროლის ქვეშ ვიყავი, სახლთან დრონები დაფრინავდნენ და კონსპირაციული შეხვედრებიი, ცხადია ეს არ ყოფილა - ამბობს ახალაია.
არ ვუყურებდი სერიოზულად, რომ მაგალითისთვის, ბიძინა ივანიშვილი თავის მომხრეებს ეუბნება, რომ გადატრიალებას მიწყობს ადამაინი, რომელიც 10 წელი მეჯდა ციხეში, მერე სამი წელი იყო ქვეყნიდან წასული, რომელსაც კაპიკი არ გააჩნია, რომელსაც არც პარტია არ აქვს, არაფერი არ აქვს, მე ჩემს თავზე ვლაპარაკობ. არ მეგონა, რომ ივანიშვილი იტყოდა თავსი მომხრეებში, რომ ასეთი ტიპი უპირებდა გადატრიალებას. მათ ისე აქვთ დაჯერებული, რომ თუ ახალაიას გარევენ, თუ ყოფილი ხელისუფლების წევრების სახელ და გვარებს გარევენ, ალბათ თავიანთ მომხრეებში რაღაც კონსოლიდირებას აკეთებენ.
რასაც ხელისუფლება ამბობს, რომ რაღაც კონსპირაციული შეხვედრები, ბუნებრივია არა. ის , რომ მე ამ ადამიანებთან მეგობრული და სანაცნობო ურთიერთობა მაქვს, არასდროს დამიმალავს.
სერიოზულად თუ მეკითხებით, არც პარლამენტი მაკეტი მაქვს სახლში და საერთოდ არც არაფრის მაკეტი. დიდი სურვილიც რომ ჰქონდეს რაიმე კონსპირაციული ქცევის, ეს გამორიცხულია. ჩვენთან ხომ დააყენეს ჭკვიანი კამერები, დიდი კამერები დაამატეს თორე, პატარა კამერებით გაჭედილი იყო. ჩამოსვლის დღიდან, როგორ წარმოგიდგენიათ, ვინ გამატარებდა სადმე ისე, კონტროლის ქვეშ ვიყავი. აქ დრონდები დაფრინავდნენ, ამიტომ, მე არასდროს არაფერი მქონია დასამალი", - ამბობს ბაჩო ახალაია.
ცნობისთვის:
თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია, რომელიც “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დააკავეს და 9-წლიანი პატიმრობა მოიხადა, 25 დეკემბერს კვლავ დააკავეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ყოფილ ძალოვანს 4 ოქტომბრის მოვლენების “მთავარ ორგანიზატორად” მოიაზრებს.
რა თქვეს სუსში?
მდინარაძის უწყებაში ამტკიცებენ, რომ ბაჩო ახალაიას საცხოვრებელ სახლში არსებული IP მისამართიდან გარკვეული პირი (ან პირები) სისტემატურად უკავშირდებოდნენ იმ ადამიანებს, ვისაც გამოძიება 4 ოქტომბრის მოვლენების ორგანიზატორებად მიიჩნევს. საუბარია მურთაზ ზოდელავასზე, ლაშა ბერიძეზე, ირაკლი ნადირაძეზე, პაატა მანჯგალაძესა და პაატა ბურჭულაძეზე.
სუს-ში აცხადებენ, რომ კომუნიკაცია ინტერნეტ აპლიკაციების მეშვეობით უშუალოდ 4 ოქტომბერსაც ხორციელდებოდა.
რის შესახებ მიმდინარეობდა საუბარი ინტერნეტით კავშირის დროს? – სუს-ს ამაზე არაფერი უთქვამს.