შეწყვიტეთ თავდასხმები და აგრესიის წახალისება ჟურნალისტების მიმართ - კოალიცია ,,მედიის ადვოკატირებისთვის" ,,ქართულ ოცნებას" მიმართავს

30.10.21 17:19
შეწყვიტეთ თავდასხმები და აგრესიის წახალისება ჟურნალისტების მიმართ - კოალიცია ,,მედიის ადვოკატირებისთვის" ,,ქართულ ოცნებას" მიმართავს

კოალიცია ,,მედიის ადვოკატირებისთვის" საარჩევნო პროცესის გაშუქების პროცესში ჟურნალისტებზე თავდასხმისა და მათთვის საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე მმართველ პარტიასა და სამართალდამცველ ორგანოებს რეაგირებისკენ მოუწოდებს. ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს.

დღეს, 2021 წლის 30 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის გაშუქებისას, 16:00 საათამდე, დაფიქსირდა შემთხვევები, როცა ჟურნალისტებს და ოპერატორებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა, თავისუფლად შეესრულებინათ მათი პროფესიული მოვალეობა. Მათ შორის, მმართველი პარტიის წარმომადგენლები აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას და მათ “აქტივისტებს” “ზონდერებს” “დეზინფორმატორებსა” და “ოპოზიციის წარმომადგენლებს” უწოდებდნენ. 
ტელეკომპანია „პირველი" - https://cutt.ly/SRZCyeb
ტელეკომპანია „ფორმულა" - https://cutt.ly/XRZChLe
ტელეკომპანია „TV პირველი" - https://cutt.ly/RRZV8h6
ტელეკომპანია „TV პირველი" - shorturl.at/asyO4
ტელეკომპანია „ფორმულა" - shorturl.at/auLS5
ტელეკომპანია „მთავარი არხი" - shorturl.at/kqE38
🎥 ტელეკომპანია „მთავარი არხი" - shorturl.at/kEFHX
🎥 ონლაინ გამოცემა  "On.ge" - shorturl.at/atyKO
ტელეკომპანია „TV 25"  - shorturl.at/qHTX2 
ონლაინ გამოცემა „New Press"  - shorturl.at/eyFX5
ასევე ქარელის მუნიციპალიტეტში, მეორე საარჩევნო უბანთან “TV მონიტორინგის” ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა. shorturl.at/cdxOX  “TV მონიტორინგის” დირექტორის ინფორმაციით, პარტიამ თავისი წარმომადგენელი გაიწვია საარჩევნო უბნიდან.  
კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” წევრი ორგანიზაციები მოუწოდებენ საარჩევნო სუბიექტებს და მათ წარმომადგენლებს, დაიცვან საქართველოს კანონმდებლობა და არ შეუშალონ ხელი  ჟურნალისტებს და ოპერატორებს პროფესიული მოვალეობის შესრულებაში. 
მივმართავთ “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს, შეწყვიტონ სიტყვიერი თავდასხმები და აგრესიის წახალისება ჟურნალისტების მიმართ.
მივმართავთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება  ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლის შემთხვევებზე
- ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები