უკრაინაში ომის გამო საქართველოში შემოსული პირები ფულად დახმარებას და სამედიცინო სერვისებს 1 აპრილამდე მიიღებენ

27.12.25 12:38
უკრაინაში ომის გამო საქართველოში შემოსული პირები ფულად დახმარებას და სამედიცინო სერვისებს 1 აპრილამდე მიიღებენ

„ქართული ოცნების“ მთავრობის გადაწყვეტილები, უკრაინაში ომის გამო საქართველოში შემოსული პირები ფულად დახმარებას და სამედიცინო სერვისებს 1 აპრილამდე მიიღებენ - განკარგულებას ხელს ირაკლი კობახიძე აწერს.

საქართველოში მცხოვრები უკრაინის მოქალაქეების ოჯახებზე 300-ლარიანი, ხოლო პირზე 45-ლარიანი დახმარება გაიცემა. 

კობახიძის ხელმოწერილი განკარგულების მიხედვით, დაფინანსებას სოციალური მომსახურების სააგენტო დევნილთა სააგენტოს მიერ მიწოდებული სიის საფუძველზე გასცემს.

"საქართველოში უწყვეტად ყოფნაში ჩაითვლება ის შემთხვევებიც, როცა პირმა გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და უკან დაბრუნდა არაუმეტეს სამი დღის ვადაში.

შესაბამისი სამედიცინო სერვისების მიწოდებას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს.

უკრაინის მოქალაქეებისათვის, შესაბამისი წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში, გათვალისწინებულია ჯანდაცვის შემდეგი სერვისები: იმუნიზაცია, ტუბერკულოზისა და აივ-ინფექციის, შიდსის მკურნალობა, მათ შორის, სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფა; დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა, მათ შორის, ანტენატალური მეთვალყურეობა და ახალშობილთა სკრინინგი;  ფსიქიკური ჯანმრთელობა; დიაბეტის მართვა, მათ შორის, მედიკამენტებით უზრუნველყოფა;
დიალიზი; იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობა;  რეფერალური მომსახურება − გადაუდებელი საჭიროების სამედიცინო სერვისები, მათ შორის, მშობიარობა, გადაუდებელი იმუნიზაცია." - ნათქვამია ადმინისტრაციის განცხადებაში.