4 შვილის დედას, შშმ პირს, დაემუქრნენ, რომ საჭმელს ვეღარ მიიღებს - ელენე ხოშტარია
ამომრჩეველზე მოსყიდვის ფაქტები - "დროას" თავმჯდომარემ, ელენე ხოშტარიამ, ბრიფინგზე ამომრჩეველზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, 4 შვილის დედას, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, უფასო სასადილოში დაემუქრნენ, რომ თუ არჩევნებზე არ მივიდოდა, საჭმელს უფასოდ ვეღარ მიიღებდა.
გამოვლენილია ძალიან ბევრი ფაქტი, როგორც "კარუსელის", გაყალბებული პირადობების, ჩაყრის ფაქტები, მობილიზებული ჯგუფები.
მინდა, ხაზი გავუსვა ერთ ფაქტს, დიღომში, პეტრიწის 9 ნომერში, უფასო სასადილოში პირდაპირ დაემუქრნენ 4 შვილის დედას, შშმ პირს დაემუქრნენ, რომ საჭმელს ვეღარ მიიღებს, თუ არ მივა არჩევნებზე. ამ ქალბატონს აქვს კოვიდი, არ მივიდა ის უბანზე - თქვა ხოშტარიამ.