გამოძიება "ოცნების" მინისტრების წინააღმდეგ - ვინ იქნება შემდეგი?

27.12.25 21:43
გამოძიება "ოცნების" მინისტრების წინააღმდეგ - ვინ იქნება შემდეგი?

გამოძიება "ოცნების" მინისტრების წინააღმდეგ - ვინ იქნება შემდეგი? ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის ყოფილი წევრი, ზურაბ აზარაშვილი ამბობს, რომ გამოძიებას მის მიმართ ინტერესი ამ დრომდე არ გამოუჩენია - არ დაუსვამთ კითხვები არც  სამინიტროდან გადარიცხულ მილიონებზე და არც წამლის ხარისხის ლაბორატორიაზე, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილმა და ზურა აზარაშვილმა გახსნეს. 

ზურაბ აზარაშვილის მინისტრობის პერიოდში 11 მილიონი ლარი მხოლოდ ერთ ლაბორატორიაზე დაიხარჯა. ეს  ლაბორატორია დღეს ფუნქციურად გამართული არ არის, არადა აქ წესით უნდა დაადგინონ მედიკამენტები, რომელიც საქართველოში შემოდის ხარისხიანია თუ არა. წყარო ჯანდაცვის სისტემიდან „შაბათის ეთერს“ უყვება, რომ ლაბორატორიაში დასაქმებული პერსონალი წლებია, ხელფასს იღებს, თუმცა ადგილზე  კვლევები  არ ტარდება. ​ ​

 2025 წლის ნოემბერში "შაბათის ეთერმა" სამჯერ სცადა ლაბორატორიის უფროსთან, ნინო ვახანიასთან სამსახურში შეხვედრა, მაგრამ  არცერთ შემთხვევაში ის ადგილზე არ დაგხვდა. გამომძიებელ ჟურნალისტების მიზანი იყო გაერკვიათ, რა კვლევებზე მიმდინარეობს მუშაობა მრავალმილიონიანი აპარატურით და ვისგან შეიძინეს სამედიცინო აღჭურვილობა.   

"შაბათის ეთერის" ინფორმაციით, სახელმწიფო ლაბორატორიას ტექნიკა იმავე  კომპანიამ მიაწოდა, რომელმაც თავდაცვის სამინისტროს შემთხვევაში აღიარა, რომ მინისტრს ჯუანშერ ბურჭულაძეს ქრთამს უხდიდა. კომპანია "სოლემარტის" მფლობელი ზურაბ ტუკვაძეა. ტუკვაძემ ჯარის ძარცვის საქმის გამოძიების დროს, თქვა, რომ ხელოვნურად ზრდიდა სამედიცინო აპარატურის ფასს, თავდაცვის სამინისტრო ტექნიკას ძვირად ყიდულობდა, წილი კი მაშინდელ მინისტრთან მიდიოდა. გაირკვა, რომ ბიზნესმენი ტუკვაძე ბოლო რამდენიმე თვეა, ქვეყანაში არ იმყოფება. 

ვინ იქნება შემდეგი? - ნატა ქაჯაიას სპეციალური რეპორტაჟი