რეჟიმი ვეღარ ძლებს - სალომე ზურაბიშვილი აქციას შეუერთდა

27.12.25 20:19
რეჟიმი ვეღარ ძლებს - სალომე ზურაბიშვილი აქციას შეუერთდა

 

 

ფილარმონიიდან საპროტესტო მსვლელობა პარლამენტის მიმართულებით უკვე დაიწყო. მსვლელობას საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი შეუერთდა. 

როგორც ზურაბიშვილმა TV პირველის ეთერში განაცხადა, ის ქუჩაში დგას, ახალგაზრდებისა და ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად. 

ყველა ქვეყანაში სტუდენტები და ახალგაზრდები არიან წინა პლანზე, როცა ასეთი პროტესტის მოძრაობები იქმნება. მათ ალბათ აქვთ მეტი გამძლეობა და იციან, რომ იბრძვიან საკუთარი მომავლისთვის. დღეს ეს ყველაფერი ნათლად ჩანს, იმ მავნებლურ განათლების რეფორმაში, რომელიც მიღებულ იქნა. ახალგაზრდები ძალიან კარგად ხვდებიან, რამდენად საჭირიოა, დადგნენ იქ სადაც საჭიროა. ყველა ვდგავართ აქ მათი მომავლისთვის, ვიდგებით იქამდე, სანამ საჭირო იქნბა" - თქვა ზურაბიშვილმა. 

რაც შეეხება ყოფილი მაღალჩინოენების თუ საკუთარი გუნდის ყოფილი წევრების საჩვენებელ დაკავბებებს, ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ "ეს არის ტოტალური საბჭოთა მოდელი". 

ჯერ ნამდვილ ოპოზიციას ერევი, ან ცდილობ,  დაერიო და შემდეგ დაეერიო შენებს, შენს გუნდს, რადგან მათ მიმართ აღარ არსებოიბს ნდობა. ხან კორუფციას აბრალებენ, ალბათ, დიფ-სტეითთან ურთიერთობას დააბრალებენ, მათივე გუნდის წევრებს. ეს არის კლასიკური მოდელი, როგორ მთავრდება ტოტალიტარული მმართველობა, სადაც არც ლეგიტიმურობა აღარ არის, არც ხალხის ნდობა და არც ურთიერთის ნდობა, იქ ვეღარ გაძლებს რეჟიმი"- თქვა ზურაბიშვილი.