სააკაშვილს ციხის საავადმყოფოში ვერტმფრენითაც გადავიყვანთ - იუსტიციის მინისტრი

30.10.21 17:32
 სააკაშვილს ციხის საავადმყოფოში ვერტმფრენითაც გადავიყვანთ - იუსტიციის მინისტრი

ხმა მივეცი ქვეყნის დეოკუპაციისკენ უდრეკ სვლას -  იუსტიციის მინისტრმა,  რატი ბრეგაძემ, არჩევანი გააკეთა.  

არჩევანის გაკეთება არ გამჭირვებია, დიდი ხანია, დარწმუნებული ვარ ამ არჩევანში. ხმა მივეცი ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას, სამართლიანობას და ევროპისა და დასავლური ცივილიზაციისკენ განუხრელ სწრაფვას და ასევე, რაც ჩემთვის პიროვნულად ძალიან მნიშვნელოვანია, ქვეყნის დეოკუპაციისკენ უდრეკ სვლას, - განაცხადა ბრეგაძემ.

იუსტიციის მინისტრი სუს-ის მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებსაც შეეხო, რომელიც სახელმწიფო გადატრიალების ფაქტზე გამოძიების დაწყებას  ეხებოდა. ბრაგაძის თქმით, თუ ვინმე პატიმარ სააკაშვილის მე-8 დაწესებულებაში გადაყვანაში ხელი შეშლას შეეცდება, კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება. 

ჩვენ ყველამ გუშინ ვიხილეთ სუს-ის მიერ გავრცელებული ჩანაწერები სადაც საუბარია იმაზე, რომ არსებობს გარკვეული ძალები, რომლებსაც სურთ ჩვენთვის პატიმრის გადაყვანის ხელშეშლა. მე მათ გასაგონად ვთქვი და კიდევ ერთხელ ვიმეორებ ხაზგასმით და მკაფიოდ, თუ ვინმე ამის გაკეთებას შეეცდება, ბუნებრივია, ის კანონის წინაშე სრული სიმკაცრით აგებს პასუხს, მაგრამ ჩვენ ყველა სცენარისთვის მზად ვართ. ასევე იმას, რომ პატიმარი სააკაშვილი გადაყვანილი იქნას, მათ შორის ვერტმფრენითაც მე-18 დაწესებულებაში, - განაცხადა ლილუაშვილმა. 

 

 

 

 

/ 

მსგავსი სიახლეები