ხმაური ზუგდიდში - ანა წითლიძე პოლიციაში გადაიყვანეს
დაპირისპირება ზუგდიდის 21 -ე საარჩევნო უბანზე. რამდენიმე წუთის წინ პოლიციამ ,,ენმ"-ს წევრი, ანი წითლიძე, ზუგდიდის სამმართველოში გადაიყვანა.
მიზეზი საარჩევნო კომისიის წევრის, თინა კაკაჩიას, განცხადება გახდა, რომლის მიხედვითაც მას ბლოკნოტი მოპარეს.
რეალურად კაკაჩიას ბლოკნოტში საჯარო მოხელეების სახელები სია ჰქონდა. მათ შორის იყო ბუღალტერია.
,,ღმერთიც კი ,,ქართული ოცნების" წინააღმდეგ არის, თავისი ბლოკნოტი ამ აურზაურში შემთხვევით დარჩა" - აცხადებს ანი წითლიძე
ამასთან, ზუგდიდში, 21-ე საარჩევნო უბნიდან ორი დამკვირვებელი გააძევეს. ერთ-ერთია კომისიის წევრი ,,ენმ"-დან. თამარ ბლიაძე ამბობს, რომ მისთვის მიზეზი არავის აუხსნია, ისე გამოაგდეს პოლიციის დახმარებით უბნიდან.
ბლიაძის თქმით, დამკვირვებლები ხელისუფლებას ე.წ. კარუსელის დატრიალების საშუალებას არ აძლევენ.