ისნის მე 19-ე საარჩევნო უბნის გარე პერიმეტრზე თანხის გადაცემის ფაქტი დაფიქსირდა - ,,სამართლიანი არჩევნები"

30.10.21 18:13
ისნის მე 19-ე საარჩევნო უბნის გარე პერიმეტრზე თანხის გადაცემის ფაქტი დაფიქსირდა - ,,სამართლიანი არჩევნები"

,,სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებელმა ისნის საარჩევნო ოლქის მე-19-ე  საარჩევნო უბნის გარე პერიმეტრზე უბანთან მუდმივად მყოფი პირის მხრიდან ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის, კერძოდ თანხის გადაცემის, ფაქტი დააფიქსირა. ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია სოციალურ ქსელში ავრცელებს.

 

 

 

არასამთავრობო ორგანიზაციოის დამკვირვებელმა ფაქტი ვიდეოზე აღბეჭდა. დამკვირვებლის ინფორმაციით,  მოცემული პირი კოორდინაციაშია უბნიდან დაახლოებით 30 მეტრის მოშორებით განთავსებული მინივენის ტიპის ავტომობილში მყოფ 5 პირთან და, ამავდროულად, პერიოდულად კომუნიკაციას ამყარებს საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად მოსულ ამომრჩევლებთან. 
ISFED-ის დამკვირვებელმა დღის განმავლობაში მოცემული პირის მხრიდან მოქალაქისთვის დაუდგენელი ბარათის გადაცემის შემთხვევაც გამოავლინა.

 

მსგავსი სიახლეები