პირველად ისტორიაში, კოალიციური გუნდი იმარჯვებს - მელია

30.10.21 18:11
პირველად ისტორიაში, კოალიციური გუნდი იმარჯვებს - მელია

"პირველად ისტორიაში, კოალიციური გუნდი იმარჯვებს" - ამის შესახებ თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ ვაზისუბნის 71-ე საარჩევნო უბანთან ისაუბრა, სადაც ინციდენტი მოხდა.

მელიას თქმით, ოპოზიციის დამკვირვებლები უბნიდან მას შემდეგ გააძევეს, რაც მათ ყუთში ბიულეტენების ჩაყრის ფაქტი დააფიქსირეს. მელიას თქმით, თბილისსა და სხვა ქალაქებში ოპოზიციის  კოალიციური გუნდი იმარჯვებს. 

ძალიან რბილად ჟღერს, დარღვევაა განა ის, როცა უამრავი ოპოზიციონერი დამკვირვებლისა და კომისიის წევრის თანდასწრებით ფიზიკური ძალადობით დაახლოებით 10 ბიულეტენი  უცხო მამაკაცმა ყუთში ჩატენა, იყო ფიზიკური დაპირისპირება და ამის შემდეგ ეს ადამიანი მიიმალა. 

აგებენ ამ არჩევნებს, ყველა მსხვილი ქალაქი აქვთ წაგებული. ბატონი კობახიძის გაცეცხლებული ბრიფინგის შემდეგ, როცა მან აღიარა, რომ აგებენ მუნიციპალიტეტებს, დაახლოებით 40 წუთში მიიღეს ბრძანება მათმა აქტივმა და სადაც შეუძლიათ, ჩადიან მსგავს ქმედებებს. ეს კონკრეტული უბანი როცა დაიხურება, ხომ ყველა დავინახავთ, რომ იქნება დისბალანსი და გასაუქმებული იქნება.

ძვირფასო თბილისელებო, თითოეული ხმა არის მნიშვნელოვანი. არც ერთი ოპოზიციონერი ამომრჩეველი რომ აღარ მივიდეს, ამ არჩევნებს კალაძე მაინც წააგებს, მაგრამ ვიბრძვით თითოეული ხმის დასაცავად, საჭიროა კიდევ უფრო მეტი აქტიურობა. ხალხო, ეს არის ისტორიული დღე, დღეს ჩვენ ვწერთ ისტორიას, დღეს ჩვენ ვიგებთ თბილისს, პირველად ისტორიაში, კოალიციური გუნდი იმარჯვებს თბილისში და არა მხოლოდ თბილისში", - ამბობს ნიკა მელია. 

ვაზისუბნის 71-ე საარჩევნო უბნიდან  ოპოზიციის წარმომადგენელი გააძევეს. ოპოზიციის დამკვირვებლები ამტკიცებდნენ, რომ ყუთში ბიულეტინები ჩაიყარა. 

 

მსგავსი სიახლეები