ფინანსური და პოლიტიკური იზოლაციის ერთი წელი - რა შეიცვალა აშშ-ს მიერ ივანიშვილის დასანქცირების შემდეგ

28.12.25 20:09
ფინანსური და პოლიტიკური იზოლაციის ერთი წელი - რა შეიცვალა აშშ-ს მიერ ივანიშვილის დასანქცირების შემდეგ

აშშ-ს მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის დაწესებული სანქციებიდან ერთი წელი გავიდა. განცხადება ვაშინგტონმა გასული წლის დეკემბერში გაავრცელა, რომლის თანახმადაც ივანიშვილი „შავ სიაში“ მოხვდა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტის მიხედვით, ვაშინგტონის შეფასებით, ივანიშვილი დაკავშირებულია პროცესებთან, რომლებიც საქართველოში დემოკრატიულ ინსტიტუტებზე და ქვეყნის საგარეო კურსზე გავლენას ახდენს.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ივანიშვილს და მასთან ასოცირებულ პირებს შეეზღუდათ წვდომა დასავლურ საბანკო სისტემებთან და ნაწილობრივ - გადაადგილებაც.

ოპოზიციის შეფასებით, ეს გადაწყვეტილება საქართველოს პოლიტიკური იზოლაციის ნიშანი და "ოცნების" ხელისუფლებისადმი ამერიკის მკაფიო სიგნალია. მათი თქმით, ქვეყანაში კვლავ რჩება კითხვები ადამიანის უფლებების, სასამართლო სისტემისა და „პოლიტპატიმრების“ საკითხებზე.

მთავრობა სანქციებს არ ეთანხმება და აცხადებს, რომ ის უსაფუძვლო და პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებას წარმოადგენს.

შეეხო თუ არა ეს ნაბიჯი ქვეყნის საერთაშორისო პოზიციებს, ეკონომიკურ გარემოს და შიდა პოლიტიკურ პროცესებს?

ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში.