17 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 39,5% შეადგინა - ცესკო

30.10.21 18:18
17 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 39,5% შეადგინა - ცესკო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 17:00 საათისთვის არჩევნების მეორე ტურზე ამომრჩეველთა აქტივობამ 39.5% შეადგინა, რაც რაოდენობრივად 825 129 ადამიანია.

დედაქალაქში ამომრჩევლის აქტივობა 38.7%-ია. 

დღეს მოქალაქეები 5 თვითმმართველ ქალაქსა და 15 მუნიციპალიტეტში მერს ირჩევენ, 24 საარჩევნო ოლქში კი - საკრებულოს 42 მაჟორიტარ წევრს.

მსგავსი სიახლეები