ვაზისუბანში უცხო კაცმა 10 ბიულეტენი ყუთში ფიზიკური ძალადობით ჩატენა - მელია
ენმ-ს თავმჯდომარე და თბილისის მერობის კანდიდატი, ნიკა მელია ვაზისუბანში მივიდა, სადაც დღეს არჩევნები დარღვევით წარიმართა. მისი თქმით, აქ უცხო კაცმა 10 ბიულეტენი ყუთში ფიზიკური ძალადობით ჩატენა
ძალიან რბილად ჟღერს, დარღვევაა განა ის, როცა უამრავი ოპოზიციონერი დამკვირვებლის და კომისიის წევრის თანდასწრებით ფიზიკური ძალადობით დაახლოებით 10 ბიულეტენი უცხო მამაკაცმა ყუთში ჩატენა, იყო ფიზიკური დაპირისპირება და ამის შემდეგ ეს ადამიანი მიიმალა"- განაცხადა მელიამ.