თუ თავი პოლიტიკოსად მოგაქვთ, უნდა შეეგუოთ, რომ ხან წააგებთ, ხან მოიგებთ - მელია კალაძეს მიმართავს
"თუ თავი პოლიტიკოსად მოგაქვთ, უნდა შეეგოთ, რომ ხან წააგებთ, ხან მოიგებთ", - ნიკა მელიამ კახი კალაძეს მიმართა. მელიას თქმით, კალაძე ამჯერად არჩევნებს აგებს.
ბატონო კალაძე, არაფერი ტრაგიკული იმასთან დაკავშირებით, რომ თქვენ აღარ იქნებით იმ პოზიციაში, რომ მართოთ იმ დანაშაულებრივი მეთოდებით ქალაქი, რომელსაც მართავდით, არ არის. თუ თავი პოლიტიკოსად მოგაქვთ, უნდა შეეგოთ, რომ ხან წააგებთ, ხან მოიგებთ. ამჯერად აგებთ, ბატონო კალაძე. ჯობია, ამ მეთოდებისგან თავი შეიკავოთ. თქვენ ჩანხართ ძალიან სუსტები, ნირწამხდრები და სასოწარკვეთილები, ახლა რასაც სჩადიხართ, პირდაპირი აღიარებაა მარცხის - თქვა მელიამ.