ტალიაშვილის ქმარი აშშ-ში მიღებაზე - "ოცნების" პირველი შეფასებები პროტოკოლური ფოტოს შემდეგ
აშშ-ში საქართველოს ელჩის, თამარ ტალიაშვილის მიერ პროტოკოლური ფოტოს გამოქვეყნების შემდეგ "ოცნებაში" პირველი შეფასებები გაკეთდა.
ყურადღებას მეტწილად სენატორ მარკო რუბიოს ყოფნაზე ამახვილებენ და ნაკლებად განიხილავენ ელჩის მეუღლის, დავით კუხალაშვილის როლს, რომლის პერსონაც ფოტოში ასევე ფიგურირებს.
მე არ ვიცი თამარ ტალიაშვილის მეუღლის ბიზნესსაქმიანობის შესახებ, მაგრამ ის, რომ ის რუს ოლიგარქებს ეხმარება სანქციებისგან თავის არიდებაში, ეს არის ის აბსურდი, რომელსაც მარტო რავიცი, ექსტრემისტები თუ რა ჰქვია, ვეღარ გავიგე, ამ შეთქმულებას საქართველოს წინააღმდეგ მოიგონებენ. თუ ვინმემ გადაწყვიტა, რომ სანქციები უნდა დაუწესოს, ვერც თამარ ტალიაშვილის ქმარი და ვერც თქვენი ქმარი ამაში ვერ დაეხმარება.
სახელმწიფო მდივანთან მიწვეულია, ერთად არიან, ერთად იღებენ სურათებს...ბრიუსელისთვის არსებობს ეგეთი შესაძლელობა, რომ, მაგალითად, კუბილიუსი იყო გორბაჩოვის მარჯვენა ხელი ბალტიისპირეთში და დღეს, აგერ, კომისარია. კაია კალასი ბიზნესს აკეთებდა რუსეთში და დღეს, აგერ, კომისარია. ასე რომ, აგენტურა და ხელშემწყობი ადამიანები უნდა ეძებოთ იქ, რომლებიც ყველაზე ხმამაღლა ყვირიან, მაგამ ეალურად აკეტებენ იმ საქმეს, რაც რუსეთისთვის მისაღები იყო, - ამბობს ვოლსკი.
ელჩის საერთაშორისო კონტაქტებით იწონებს თავს შალვა პაპუაშვილიც. მისი შეფასებით, ტალიაშვილის საქმიანობა ადასტურებს, რომ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა აქტიურ თანამშრომლობას აგრძელებს ამერიკულ მხარესთან, ხოლო მეუღლეზე გავრცელებული ბრალდებები პოლიტიკური კამპანიის ნაწილია.
კაი, ჩვენი არ გჯერათ, მაგრამ ამერიელებს მაინც დაუჯერეთ. რუბიო ნახეთ? ნახეთ! ჩვენი ელჩი ნახეთ? ნახეთ! ახლა ამერიკელებზე მეტი ამერიკელი გინდათ იყოთ თუ მარკო რუბიოზე მეტად ინფორმირებულია მამუკა ხაზარაძე?
თამარს მე წლებია ვიცნობ, მის მეუღლესაც ვიცნობ. ქალბატონი თამარი არის გამორჩეული ადამიანი, არა მხოლოდ პროფესიონალი იურისტი, არამედ ის იყო პარლამენტის გამორჩეული წევრი, გამორჩეული წევრი ჩვენი გუნდისა და არის გამორჩეული ელჩი. სწორედაც ამიტომაც თქვენი გულის სატკენად თუ გულის გასახეთქად, გუშინ ნახეთ ფოტო, სადაც საქართველოს ელჩი აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან არის და მასთან ერთად, რა თქმა უნდა, მისი მეუღლეა, - ამბობს პაპუაშვილი.
აშშ-ში საქართველოს ელჩმა თამარ ტალიაშვილმა სოციალურ ქსელში სენატორ მარკო რუბიოსთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ის მეუღლესთან ერთად არის გამოსახული. ფოტოებმა ახალი კითხვები გააჩინა ელჩის დეკლარაციასთან დაკავშირებით - დოკუმენტში ოჯახის წევრების ჩანაწერები ამოღებულია.
ოპოზიცია მიუთითებს, რომ ტალიაშვილის მეუღლე, დავით კუხალაშვილი, წარსულში დაკავშირებული იყო რუსულ ბიზნესწრეებთან და მონაწილეობდა სანქცირებულ პირებთან დაკავშირებულ სამართლებრივ პროცესებში.