დავით კუხალაშვილი, ვისთან ერთადაც თამარ ტალიაშვილი საშობაო მიღებაზე გამოჩნდა, ელჩს დეკლარაციიდან წაშლილი ჰყავს

29.12.25 18:10
დავით კუხალაშვილი, ვისთან ერთადაც თამარ ტალიაშვილი საშობაო მიღებაზე გამოჩნდა, ელჩს დეკლარაციიდან წაშლილი ჰყავს

ოპოზიცია აცხადებს, რომ თამარ ტალიაშვილის მიერ გავრცელებული ფოტო ჩვეულებრივი პროტოკოლური შეხვედრის ნაწილია და, სავარაუდოდ, ამერიკულ მხარესაც არ აქვს ინფორმაცია ელჩის მეუღლის საქმიანობასა და შესაძლო რუსულ ბიზნესკავშირებზე.

კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი გიორგი ბუტიკაშვილი პირდაპირ ამბობს, რომ აღნიშნული პროტოკოლი სულაც არ ცხადყოფს, აშშ-ს რეალურ დამოკიდებულებას "ქართული ოცნებისადმი". 

პირველ რიგში, უნდა შევხედოთ ამას პროტოკოლურად, ვინაიდან პროტოკოლი არ ითვალისწინებს არასდროს, მოიძიონ ინფორმაცია, ვინ არის მისი მეუღლე და "ქართული ოცნება" ამ კუთხით მაინც ყოველ ჯერზე ცდილობს, პროპაგანდისტული ხაზით იმუშავოს. ის მესიჯი, რომ ის ეხმარება რუს ბიზნესმენებს სანქციების თავიდან არიდებაში, ეს ახალი გამოძიებაა, სანამ პოლიტიკად ითარგმნება აშშ-ს წრეებში, ამას დრო სჭირდება და მეორე მნიშვნელოვანი ამბავი ის არის, რომ ამას გავლენა არ აქვს აშშ-ს დამოკიდებულებაზე "ქართული ოცნების" მიმართ, - ამბობს ბუტიკაშვილი. 

"ლელოს" წევრი თამაზ დათუნაშვილი კი ამბობს, რომ თუ თამარ ტალიაშვილი დავით კუხალაშვილთან ოფიციალურ ქორწინებაშია, მაშინ საქმე სისხლის სამართლებრივ დანაშაულთან გვაქვს, რადგან ტალიაშვილის დეკლარაციაში კუხალაშვილი, როგორც ოჯახის წევრი არ ფიქსირდება. მისივე თმით, თუ ასე არ არის მომავალში რუბიო ასეთ მირებაზზე, სავარაუდოდ, უარს იტყვის. 

თუ ოფიციალურ ქორწინებაში არიან, ეს სისხლის სამართლებრივი დანაშაუალია, ქონების დამალვაა. თუ არაფიციალურ ქორწინებაში არიან, ღმერთმა ხელი მოუმართოთ, ოღონდ მარკო რუბიოს მეტი აღარ გაეხარდება თუ გაიგებს, რომ არაოიფიციალურ ქორწინებაში არიან, მიღებაზე აღარ მიიღებს, მძმედ კონსერვატორი კაცია. ისეთი კი არა, ქოცები რომ არიან, ნაღდად კონსერვატორი კაცია და მეორედ აღარ დაპატიჟებს იმ კაცს მიღებაზე, - ამბობს დათუნაშვილი.  

აშშ-ში საქართველოს ელჩმა თამარ ტალიაშვილმა სოციალურ ქსელში სენატორ მარკო რუბიოსთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ის მეუღლესთან ერთად არის გამოსახული. ფოტოებმა ახალი კითხვები გააჩინა ელჩის დეკლარაციასთან დაკავშირებით - დოკუმენტში ოჯახის წევრების ჩანაწერები ამოღებულია.

ოპოზიცია მიუთითებს, რომ ტალიაშვილის მეუღლე, დავით კუხალაშვილი, წარსულში დაკავშირებული იყო რუსულ ბიზნესწრეებთან და მონაწილეობდა სანქცირებულ პირებთან დაკავშირებულ სამართლებრივ პროცესებში.