შესაძლებელია თუ არა აქციების დარბევიდან ერთი წლის თავზე დადგინდეს, რომელი ქიმიური აგენტი გამოიყენეს ხალხის წინააღმდეგ?

29.12.25 18:27
შესაძლებელია თუ არა აქციების დარბევიდან ერთი წლის თავზე დადგინდეს, რომელი ქიმიური აგენტი გამოიყენეს ხალხის წინააღმდეგ?

შესაძლებელია თუ არა აქციების დარბევიდან ერთი წლის თავზე დადგინდეს, რომელი ქიმიური აგენტი გამოიყენეს ხალხის წინააღმდეგ? მედიკოსები ამბობენ, რომ ამის დადგენა თმის ღერით არის შესაძლებელი.

ექიმი გიორგი ახობაძის თქმით, საჭიროა იმ ადამიანების მოძებნა, რომლებსაც აღნიშნული ჭავლი დიდი დოზით მოხვდათ, თუმცა მათი თმის ღესრის ნიმუშის შესწავა ადგილობრივ დონეზე ვერ მოხდება.  

ეტყობა, იმედი აქვთ, რომ რაღაც-რაღაცეები ერთი წლის თავზე უკვე ფიზიკურად შეიძლება, დეტექტივებადი აღარ იყოს, მაგრამ გავუცრუებ იმედებს და ვეტყვი, რომ არის ჯერ კიდევ საშუალებები, რომლითაც შესაძლებელია მათი დანაშაულების გამოვლენა. ტრიქლორეთილენისდეტექციას რაც შეეხება, ის აქროლადი ნივთიერებაა, გარემოში გაფრქვევის შემდეგ, ვფიქრობ, რომ შესაძლებელია, კი ბევრს ეკეთა ნიღბები, მაგრამ ის ორგანიზმში მაინც მოხვდებოდა, მინიმუმ კანი დამწვრობები ნვახეთ და ნასუნთქიც აქვს ეს ორთქლი ხალხს, ამიტომ საჭიროა ისეთი ადამიანების პოვნა, როლებიც წინა რიგებში იყვნენ ნოემბრის და დეკემბრის დღეებში და ძალიან აგრესიულად მოხვდათ ეს წყლის ჭავლი. მათ თმის ღერში, დაახლოებით 15 სმ-ში, ყოველი სანტიმეტრი ყოველ თვეს ნიშნავს, შესაძლებელია, სასამართლო ექსპერტიზის ლაბორატორია სჭირდება, სპეციფიკური კომპეტენციის მქონე ექსპერტები სჭირდება ამას და თმის ღერის გამოკვლევით, ვფიქრობ, რომ შესაძლებელია იმის დადგენა, მოქალაქეები იყვნენ თუ არა ამ ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ან ამის თუ არა, რომელიმე სხვა ნივთიერების, - ამბობს გიორგი ახობაძე. 

უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი კოტე კემულარია დაზარალებულთა იდენტიფიკაციისა და სამართლებრივი რეაგირების აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას. მისი შეფასებით, გამოყენებული ნივთიერებების საკითხი საერთაშორისო სამართლის დღის წესრიგში შეიძლება გადავიდეს. 

ასეთი პრეცედენტი ჯერ მსოფილოს არ ჰქონია, რაც თბილისში გააკეთეს და რაც აღიარეს, რომ კი, ვურევდით ამ ნივთერებებს წყალში. შესაბამისად, ეს არის კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული. აქ არ არის ლაპარაკი მარტო ჩვენს მოქალაქეებზე, ლაპარაკია მთლიანად, რომ არ განმეორდეს ეს პრეცედენტი სადმე კიდევ მსოფლიოში. შესაბამისად, ეს ინტერესი არ განელდება. ახალი წლების შემდეგ ჩვენ უნდა ველოდოთ, რომ აუცილებლად ჩაერთვება სწორედ იმ მიზეზი გამო, რომ საქართველომ უარი თქვა ამის სერიოზულად გამოძიებაზე... ყველაზე მთავარი აქ არის დაზარალებულები, ეს ადამიანები უნდა დაფიქსირდნენ. მათ ერთად და ვიცი, რომ იურისტები მუშაობენ ამაზე, უნდა მიმართონ საერთაშორისო სასამართლოს, იმიტომ, რომ საფუძველი, რომ ეს განიხილოს ჰააგის სასამართლომ, არის ბევრი მიმართვის ავტორი და აუცილებლად გახდება ეს ჰააგის სასამართლოს მსჯელობის საგანი. მე ვიცი, რომ ამ მიმართულებით მუშაობა მიდის, - ამბობს უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი კოტე კემულარია.

შეგახსენებთ, რომ BBC-ის გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს აქციების დასაშლელად წყლის ჭავლებში პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება – „კამიტე“ გამოიყენეს

მდინარაძის უწყებამ BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.

სუს-ის განცხადებით, აქციებზე მოქალაქეების წინააღმდეგ გამოყენებული იყო ქიმიური ფხვნილი - ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი, რომელიც 2007 წელს ებრაული კომპანიისგან შეიძინეს. უწყება ამტკიცებს, რომ ფხვნილი და მისი გამხსნელი პროპილენ გლიკოლი აკრძალულ ნივთიერებებში არ შედის.

სუსი უარყოფს BBC-ის მიერ ნახსენებ „კამიტის“ (ბრომობენზილ ციანიდის) შეძენასაც. უწყება ასევე აღნიშნავს, რომ გდდ-ის დეპარტამენტიდან ამოღებულია ორი სხვა ნივთიერება - ტრიქლორეთილენი და პროპილენ გლიკოლი.