ხელჩართული ჩხუბი საარჩევნო უბანზე - ზონდერჯგუფები ნიკა მელიას დაუპირისპირდნენ

30.10.21 18:41
ხელჩართული ჩხუბი  საარჩევნო  უბანზე - ზონდერჯგუფები ნიკა მელიას დაუპირისპირდნენ

ვაზისუბნის 62-ე საარჩევნო უბანზე, სადაც ცოტა ხნის წინ შუქი ჩაქრა, ნიკა მელია მივიდა. ადგილზე ვითარება დაიძაბა.  ზონდერჯგუფები ნიკა მელიას ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. უცნობი პირი მელიას ზურგიდან მიეპარა, თავში ჩაარტყა და გაიქცა. დაკავებული არის რამდენიმე პირი.

თავდაპირველად  ერთმანეთს ნიკა მელია და "ქართული ოცნების" წარმომადგენელი ბექა დავითულიანი სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. ადგილზე პოლიციის მობილიზება გახდა საჭირო.

ხმის მციემის პროცესი საარჩევნო უბანზე შეწყვეტილია. 

 

 

მსგავსი სიახლეები