დეკლარაციიდან წაშლილი ქმარი - რა დამალა ელჩმა?

29.12.25 20:21
დეკლარაციიდან წაშლილი ქმარი - რა დამალა ელჩმა?

არღვევდა თუ არა კანონს წლების განმავლობაში, საქართველოს ელჩი ამერიკაში? - ფოტო ამერიკის ხელმწიფო დეპარტამენტში საშობაო მიღებაზე თამარ ტალიაშვილის ყოფნას ასახავს, თამარ ტალიაშვილი აქ მეუღლესთან დავით კუხალაშვილთან ერთად იმყოფება. არადა ქმარი ელჩმა უკვე წლებია რაც დეკლარაციიდან წაშალა. დეკლარაციაში არასწორი მონაცემების მითითება კანონის დარღვევაა, ეს ფოტო კი ამ დარღვევის დამდასტურებელი მტკიცებულება.

რა მიზნით წაშალა ელჩმა დეკლარაციიდან ქმარი - ამ შემთხვევაში მას ეხსნება ვალდებულება ჩაწეროს რას საქმიანობს მისი ქმარი, სად აქვს ანგარიშები და რა შემოსავალი მიიღო. სავარაუდოდ, სწორედ ამის გამო მოხდა კანონის დარღვევა, რადგან თამარ ტალიაშვილს მონაცემები რომ ზუსტად შეევსო უნდა მიეთითებინა მისი ქმრის სამუშაო ადგილი მოსკოვში და ანგარიშები რუსულ ბანკში. რასაც ტალიაშვილი მალავდა OC Media-ს ჟურნალისტებმა იპოვეს. ტალიაშვილის ქმარი დავით კუხალაშვილი მოსკოვში მოქმედი იურიდიული კომპანიის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორია. ეს კომპანია სანქცირებულ რუს მილიონერებს, დასავლეთის მიერ გაყინული აქტივების დაბრუნებაში ეხმარება.

ცოლი საქართველო ელჩი ამერიკაში, ქმარი რუსული იურიდიული ფირმის მფლობელი, რომელიც რუს სანქცირებულ მილიონერებს ეხმარება, არის თუ არა ეს ინტერესთა კონფლიქტი. ახლა ჩნდება კითხვა იყენებს თუ არა ტალიაშვილის დიპლომატიურ სტატუსს დავით კუხალაშვილი მისი ბიზნეს საქმიანობისთვის. "ქართული ოცნება" ლაპარაკობს ყველაფერზე ამ თემის გარდა.

ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში