ძალადობის გამოუძიებელი საქმეები - მისცეს თუ არა "ხარებას" ხელშეუხებლობის გარანტია?
არაერთი ადამიანის მიერ, ხალხის წამებასა და ცემაში მხილებული ხარება "პირველების" კითხვის მოსმენისთანავე ტელეფონს თიშავს. უკვე ერთ წელი გავიდა, რაც თბილისში აქციების დროს 400 მდე ადამიანი სცემეს და აწამეს, ამ დრომდე არცერთ საქმე გამოძიებული არ არის. ჯერ ამ საქმეებს კარლო კაციტაძე იძიებდა, თუმცა სპეციალური საგამოძიებო სამსახური ისე დაიხურა, რომ ერთი პირიც კი არ მისცეს პასუხისგებაში, ახალ ეს საქმეები პროკურატურაშია და ისევ არ იძიებენ.
ვინ ძალადობდა ხალხზე? - სპეცრაზმელების ამოცნობა მოქალაქეებს უჭირთ, რადგან მათ მაიდენტიფიცირებელი ნიშნები არ ჰქონდათ. თუმცა, არსებობს კადრები, სადაც ჩანს მომიტინგეებზე ძალადობაც და მასში მონაწილეებიც - აღმაშენებლის ხეივანში გადაღებული ეს კადრი ცხადად აჩვენებს, რომ ერთ-ერთი მოქალაქე მიჰყავთ ზვიად ხარაზიშვილთან და ის ფეხს ურტყამს, თუმცა, როგორც ირკვევა, ის ამ საქმეზე გამოკითხული არ არის. არ დაკითხულან არც მისი მოადგილეები და არც მაშინდელი მინისტრი ვახტანგ გომელაური.
საპოლიციო ძალების წარმომადგენლები რომ ხელშეუხებლები არიან ეს საქმის მასალებიდან ირკვევა. მომიტინგეებს, რომლებიც დაზარალებულად ცნეს და საქმეებზე წვდომა აქვთ, გვიყვებიან, რომ გამოკითხულთა შორის ვერ ნახეს ვერც გომელაურის და ვერც ხარებას სახელი და გვარები. რატომ ჭიანურდება გამოძიება - ამის ახსნა "ქართულ ოცნებაში" უჭირთ - ახლა გვიმტკიცებენ, რომ გამოძიებას მტკიცებულება არ აქვთ.