მოპოვებულია კომისიის წევრის ბლოკნოტი, სადაც საჯარო მოხელეების სახელი-გვარები წერია - ხმაური ზუგდიდში
ხელჩართული ჩხუბი და დაპირისპირება ზუგდიდში - 21-ე საარჩევნო უბანზე მყოფი ,,ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი, ანი წითლიძე, ამბობს, რომ "ქართული ოცნების" კომისიის წევრი, თინა კაკაჩია, ბიულეტენებთან ერთად ოთახში ჩაიკეტა, რის გამოც მან პოლიცია გამოიძახა.
დეპუტატმა კაკაჩიას აღმოუჩინა ბლოკნოტი, სადაც საჯარო მოხელეების სახელი-გვარები და ტელეფონის ნომრები იყო ჩანიშნული.
ნაცვლად იმისა, რომ პოლიციამ გაერკვია, რატომ იყო ჩაკეტილი კაკაჩია, მთლიანად გამოაძევეს ჩვენი კომისიის წევრები. ჩვენ ასევე ადგილზე ჩაგვივარდა კაკაჩიას ბლოკნოტი, სადაც სახელი და გვარები იყო საჯარო მოხელეების, სიტყვა-სიტყვით ეწერა, რომ საჯარო მოხელეები, რომლებიც უნდა აიძულონ, ხმა მისცენ ,,ქართულ ოცნებას", მათი შვილები, ოჯახის წევრები", - აცხადებს დეპუტატი.
კაკაჩიამ წითლიძეს საპასუხოდ თქვა, რომ დეპუტატმა ჩანთა "მოპარა".
დაპირისპირების შემდეგ პოლიციამ წითლიძე მანქანაში ჩასვა და პოლიციაში გადაიყვანა.