ოზურგეთში, სოფელ გომში, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ უბანი მიატოვა და სახლში წავიდა

30.10.21 18:46
ოზურგეთში, სოფელ გომში, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ უბანი მიატოვა და სახლში წავიდა

ოზურგეთში, სოფელ გომში, კომისიის თავმჯდომარემ საარჩევნო უბანი მიატოვა და სახლში წავიდა. როგორც ,,ტვ პირველმა" გაარკვია, ხატია ყაზაიშვილს წასვლამდე ოლქის წარმომადგენლებმა მიაკითხეს და რაღაც დავალება მისცეს, რის შემდეგაც მან მოვალეობის შესრულებაზე უარი თქვა და სახლში წავიდა.

ინფორმაციას უარყოფს ოზურგეთის საოლქო სარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ბერდია ლომაძე. მისი თქმით, ყაზაიშვილმა თავი შეუძლოდ იგრძნო და სახლში ამის გამო წავიდა.

თავად ხატია ყაზაიშვილი ,,ტვ პირველთან" კომენტარს არ აკეთებს. როგორც კი მან გაიგო,  რა საკითხზე ურეკავდნენ,  ტელეფონი გათიშა.

მსგავსი სიახლეები