არ დაიზაროთ, მიდით არჩევნებზე - კალაძის მიმართვა

30.10.21 18:40
არ დაიზაროთ, მიდით არჩევნებზე - კალაძის მიმართვა

"ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი, კახა კალაძე მოსახლეობას მიმართავს და არჩევნებზე მისვლისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს: 

 მინდა, მოვუწოდო თითოეულ მოქალაქეს, ვისაც ჯერ არ დაუფიქსირებია საკუთარი პოლიტიკური პოზიცია. არ დაიზაროთ, მიდით საარჩევნო უბნებზე და შეიტანეთ საკუთარი წვლილი ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ქალაქების გამარჯვებაში. მიდით საარჩევნო უბნებზე, რათა ერთხელ და საბოლოოდ დავასრულოთ ზიზღზე და რევანშზე ორიენტირებული პოლიტიკური დღისწესრიგი. მიდით არჩევნებზე, რათა ქვეყანაში დაისადგუროს მშვიდობამ და კარი გავუხსნათ ქვეყნის განვითარებაზე, მომავლის რწმენაზე ორიენტირებულ პოლიტიკას. თითოეული თქვენგანი აუცილებლად უნდა მივიდეს საარჩევნო უბნებზე და გააკეთოს არჩევანი. მე მჯერა, რომ არც თბილისელებს, არც რომელიმე სხვა ქალაქში მცხოვრებ სხვა მემამულეს შავისა და თეთირს გარჩევა, სწორი არჩევანის გაკეთება გაუჭირდება. 

მსგავსი სიახლეები